Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს - გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
1751316633
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ლაშა ხუციშვილმა მიხეილ მაღლაკელიძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მან ხაზი გაუსვა იმ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, რომელიც მას მიღებული აქვს საგამოძიებო სამსახურში მუშაობის პერიოდში.
ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით უწყება გააგრძელებს სახელმწიფოს მიერ დასახული ამოცანების შესრულებას.
ლაშა ხუციშვილმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, ირაკლი ბერაიას უწყების ხელმძღვანელობისთვის და კიდევ ერთხელ წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყება კვლავ ეფექტიანად გააგრძელებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ქვეყნის ეკონომიკური წისნვლის ხელშეწყობას.