მოლაპარაკებებს არა აშშ ან უკრაინა, არამედ რუსეთი აფერხებს, რუსეთმა ვერ უნდა გააგრძელოს დროის გაწელვა მაშინ, როცა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს - კიტ კელოგი

კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს არა აშშ ან უკრაინა, არამედ რუსეთი აფერხებს. ამის შესახებ კელოგმა X-ზე დაწერა.

კიტ კელოგი კრემლის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების შემდგომი ეტაპები სწორედ უკრაინისა და აშშ-ის პოზიციაზე არის დამოკიდებული.

„პესკოვის ბოლო განცხადებები მოლაპარაკებების მდგომარეობის შესახებ ორუელისეულია. რუსეთის მტკიცება, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს აშშ და უკრაინა აფერხებენ, უსაფუძვლოა. პრეზიდენტი ტრამპი თანმიმდევრულად და მტკიცედ ცდილობს ომის დასრულებისკენ პროგრესის მიღწევას. ჩვენ მოგიწოდებთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ომის დასასრულებლად სამმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლას. რუსეთმა ვერ უნდა გააგრძელოს დროის გაწელვა, მაშინ, როცა ის უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს“, – აღნიშნა კელოგმა.