„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1795116106
NASA-მ გადაწყვიტა, ჩვენთვის ეჩვენებინა წითელი პლანეტის „ზამთრის საოცრებათა ქვეყანა". ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნასას მრავალრიცხოვანმა მისიებმა აღმოაჩინა მარსზე უცნაური ყინულოვანი მახასიათებლები და ის, თუ რამდენად ჰგავს წითელი პლანეტა ზოგჯერ დედამიწას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ზამთარში მარსზე ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა. ყველაზე ცივი ტემპერატურა ფიქსირდება პოლუსებზე, სადაც შეიძლება -123°C აღინიშნოს. თუმცა, მარსის არც ერთ რეგიონში არ მოდის რამდენიმე ათეულ სანტიმეტრზე მეტი თოვლი, რომელთა უმეტესობაც ცვივა უკიდურესად ბრტყელ ადგილებზე.