გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ
1770722037
იაპონელმა მეცნიერებმა დილას და საღამოს მიღებულ სტრესს შორის განსხვავების დასადგენად კვლევა ჩაატარეს. ექსპერიმენტში 7 გოგო და 20 ბიჭი მონაწილეობდა. კვლევის შედეგების შესახებ Neuropsychopharmacology Reports-მა დაწერა.
მეცნიერები ექსპერიმენტში მონაწილეების სისხლში სტრესის ჰორმონის -კორტიზოლის გამოყოფას აკვირდებოდნენ. შემდეგ მონაწილეები ორ ჯგუფში გაანაწილეს და ერთი ჯგუფის წევრები დილის საათებში ამყოფეს სტრესულ ვითარებაში, მეორე ჯგუფი კი საღამოს საათებში.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დილის საათებში მიღებული სტრესის დროს ექსპერიმენტში მონაწილეებს უფრო მეტი სტრესის ჰორმონი გამოეყოფოდათ, მეცნიერების ვარაუდით, დილის სტრესი ადამიანებზე უფრო მძიმედ მოქმედებს, ვიდრე საღამოს. თუმცა ამავე დროს მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ერთსა და იმავე სიტუაციაში ადამიანებს სტრესზე განსხვავებული რეაქციები აქვთ.