1770671781
მეცნიერებმა ადამიანის წონასა და საკვების მიღების სისწრაფეს შორის კავშირი იპოვეს
იაპონელმა მეცნიერებმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნეს, რომელმაც საკვების მიღების სისწრაფესა და სხეულის მასის ინდექსს შორის კავშირი გამოავლინა. კვლევის შედეგები ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნდა.
სპეციალისტებმა 2008-დან 2013 წლამდე პერიოდის 59 700 ადამიანის სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს.
მონაწილეებს მათი ცხოვრების წესზე 7 კითხვა დაუსვეს, მათ შორის საკვების მიღების სისწრაფეზე.
შედეგებმა აჩვენა, რომ მათ შორის, ვინც საკვებს ნელა იღებდა, ჭარბი წონა 21,5 %-ს აწუხებდა. ადამიანებში, რომლებიც საკვებს საშუალო სისწრაფით იღებდნენ, ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა. ხოლო იმ ადამიანებში, რომლებიც სწრაფად ჭამენ, ჭარბი წონა 45%-ს აწუხებდა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევა მხოლოდ იმ ადამიანებში ჩატარდა, რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდათ.











