ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1754504477
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი უკრაინის ხელისუფლებას „ემუქრება".
„ცალკეული გიჟები, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინის ხელისუფლებას უწოდებენ, აცხადებენ, რომ სურთ მტკიცებულებების მოპოვება ვიქტორ მედვედჩუკისგან, რათა „სწრაფად და სამართლიანად" გაასამართლონ იგი და შემდეგ ტყვეებში გაცვალონ.
ეს ადამიანები ყურადღებით უნდა იყურებოდნენ და ღამით კარგად ჩაკეტონ კარები, რათა გასაცვლელ პირებს შორის თვითონ არ მოხვდნენ,“ - წერს მედვედევი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.