ზოი სალდანას მოულოდნელი აღიარება - რას ამბობს დღემდე ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი

გამორა

ზოი სალდანას უამრავ კომერციულად წარმატებულ ფილმში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის, ავატარის, ვარსკვლავური გზისა და მარველისფილმებში. ამის დამსახურებით ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად მიიჩნევა დღეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად ზოის აზრით, პროფესიულად ვეღარ იზრდება. მსახიობმა თავისი ფილმების დადებით და უარყოფით მხარეებზე ღიად ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ რიგში, უხარია, რომ ისეთ რეჟისორებთან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა, რომლებიც ყურადღებას მსახიობის ასაკს კი არა, მის ნიჭს აქცევენ.

„მიხარია, რომ ისეთი პროდიუსერებისა და შემოქმედების გვერდით ვმუშაობ, რომლისთვისაც ქალის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა და არ აქვთ ახალგაზრდობის ფეტიში",- აღნიშნა ზოიმ. 

მიუხედავად, ამ ფილმების უზარმაზარი წარმატებისა და საზოგადოების სიყვარულისა, ზოი სალდანას თქმით, ეს ყველაფერი მას სერიოზულ გამოცდილებასა და პროფესიულ ზრდას ვერ სთავაზობდა.

„არ შემეძლო, გავზრდილიყავი და საკუთარი თავისთვის გამოწვევები შემეთავაზებინა, რაც სხვადასხვა ჟანრსა და როლში თამაშს მოაქვს," - გულწრფელად განაცხადა მსახიობმა.