ვინ არის და რას საქმიანობს მარიამ შენგელიას რჩეული
1778874991
კლუბ „მონოჰოლში“ ლელა წურწუმიას კონცერტი გაიმართა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.
ლელამ კონცერტზე ყველასათვის საყვარელი ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა და მთელი დარბაზი ერთხმად აამღერა.
აღსანიშნავია, რომ გრანდიოზულ საღამოზე შედგა ლელას ახალი სიმღერის პრემიერა - „ფერადი დღეები“
„ქალღმერთი“, „ლელუშ გვიყვარხარ“, „სამყაროა ეს ადამიანი“, „ლელა ვაფრენთ შენზე“, „ღმერთი თუ გაინტერესებთ ესაა,“ – ამ წარწერებით ავრცელებდნენ ვიდეოებს გრანდიოზული საღამოდან დამსწრეები.