VIDEO: ,,სანამ სერიალი დამთავრდება, ალბათ, ყველას ასწავლის ქართულს" - ნახეთ, რა სიტყვები ასწავლა ნანა სტამბოლიშვილმა თანამშრომელს

ნანა სტამბოლიშვილი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული სერიალის Emanet [სხვისი შვილი] მთავარი გმირი ქალის როლის შემსრულებელი, ნანა სტამბოლიშვილი თანამშრომლებს ქართულ სიტყვებს ასწავლის. 

ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელსაც დიდი გამოხმაურება და დადებითი კომენტარები მოჰყვა.

,,ჩვენი გოგო, ჩვენი ნანა სტამბოლიშვილი,
სანამ სერიალი დამთავრდება, ალბათ, ყველას ასწავლის ქართულს", - წერენ სოციალურ ქსელში.

მანამდე გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ასწავლის ნანა სტამბოლიშვილი სერიალის პატარა გმირს, იუსუფს, ქართულს.