ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
მეცნიერები ე.წ. „მფრინავი სასტუმროს" შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ატომურ ენერგიას გამოიყენებს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორი იქნება უჩვეულო სასტუმრო. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასტუმრო აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით. ასევე, მასში განთავსებული იქნება სავაჭრო ცენტრები, სპორტ დარბაზები, რესტორნები და კინოთეატრები. როგორც Mirror წერს, მსურველები „მფრინავ სასტუმროში" ბიზნეს შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიებებისა და „ ქორწილის გადახდასაც კი შეძლებენ.