VIDEO: ,,ქართველი ალენ დელონია, ოღონდ, უფრო ჯიშიანი" - ნახეთ, ვისზე საუბრობს თამაზა

თამაზა

,,პრაიმ ჰაუსის" მონაწილე თამაზა რომ განსაკუთრებული იუმორითა და ენამახვილობით გამოირჩევა, ეს მაყურებელმა პროექტში მისი შესვლისთანავე იხილა.

ამჯერად, თამაზას ყურადღების ცენტრში, რეალითის წამყვანი გიორგი ნაზღაიძე მოექცა, რომელიც ენაკვიმატმა მონაწილემ არაერთი ეპითეტით შემაკო.

თამაზა ამბობს, რომ ნაზღაიძეს ყოველთვის კარგად აცვია და ინტერესდება, ვინ ზრუნავს წამყვანის ჩაცმულობაზე.

,,ყოველ კვირას სხვადასხვა რაღაცები აცვია, ალბათ, ტელევიზიაში რომ ჩანს, უნდა ვიღაცას ხელი გამოჰკრას, ვიღაცა ფულიანს და ჩაცმას დიდ ყურადღებას აქცევს. ქართველი ალენ დელონია, ოღონდ უფრო ჯიშიანი... რამსიმაღლეა, სოფელში კაკალი რომ მექნება დასაბერტყი, უნდა წავიყვანო, დავაბერტყინო", - ამბობს თამაზა გიორგი ნაზღაიძეზე.