6 საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
1754316284
მამუკა ჩარკვიანი იუბილარია. დღეს ის 67 წლის გახდა. მეცხრე წელია ეტლში ზის. ცხრა ოპერაციისთვის გაკეთებულმა ცხრა ნარკოზმა მეხსიერებასა და ხმაზე იმოქმედა. ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს არ ჩანს... თუმცა მალე სამი ახალი სიმღერით გაგვახარებს.
მამუკა ჩარკვიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში სიმღერა ისე ემოციურად შეასრულა, რომ გადაცემის წამყვანმა, თიკა ფაცაციამ ცრემლები ვერ შეიკავა.
„სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი“, ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელიც მამუკა ჩარკვიანმა პირდაპირ ეთერში იმღერა.