VIDEO: „მაგაზე უკეთესი არაფერი გეჭამოს“... - ქეთა თოფურია რუსული ბურგერებით ამაყობს

ქეთა თოფურია

ქეთა თოფურია საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მომღერალი რუსულ კომპანიას არეკლამებს, რომელმაც „McDonald's“-ი ჩაანაცვლა. 

გამოქვეყნებულ ვიდეოში თოფურია რუ­სუ­ლი სწრაფი კვების ობიექტზე "Вкусно - и точка-ზე" საუბრობს და ამბობს რომ საუკეთესოა.

„ვიპოვე ჩემი საყვარელი ბურგერი. „გრანდ დე ლუქსი“ ჰქვია. „ბიგ მაკზე“ გემრიელი რამის გაკეთება შეუძლებელი მეგონა, თუმცა თქვენით ვამაყობ. ეს რეკლამა არ არის“,- ამბობს თოფურია. 

„მაგაზე უკეთესი არაფერი გეჭამოს“,- წერენ კომენტარებში ქართველები.

ცნობისთვის, McDonald's-მა რუ­სუ­ლი  ბაზარი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა.