VIDEO: ,,გემშვიდობებით რამდენიმე დღით" - როდის დაბრუნდება ,,პრაიმ ჰაუსი" ეთერში

ჰაუსი

,,პრაიმ ჰაუსელები" სადღესასწაულო დღეებს საკუთარ სახლებში შეხვდებიან.

სიახლის შესახებ მონაწილეებს გიორგი ნაზღაიძემ ამცნო. 

ახალგაზრდებმა პროექტი დროებით დატოვეს.

,,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პროექტმა გადაწყვიტა, რომ გაგვიშვას ოჯახებში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. გემშვიდობებით რამდენიმე დღით და წინასწარ გილოცავთ. ბედნიერები და ჯანმრთელები იყავით. გემშვიდობებით, სულ რაღაც ოთხი დღით", - ამბობენ მონაწილეები. 

ცნობისთვის, ,,პრაიმ ჰაუსი" სატელევიზიო ეთერს სამშაბათს დაუბრუნდება.