VIDEO: გავხეთქე ბავშვი მაწვნის ჭამით... მე ვითომ დიეტაზე ვიყავი - ლელა წურწუმიას ოჯახური ამბები

ლელა წურწუმია

ლელა წურწუმიამ ახალ სეზონზე გადაცემაში ოჯახურ ამბებზე ისაუბრა. როგორც გაირკვა, ბათუმში მოწყობილ ბინაში გაზი არ აქვს მიერთებული, რის გამოც შესაბამის დიასახლისობას ვერ ახერხებს:

„სხვათა შორის, რაღაცები დამრჩა დასამთავრებელი. მაგალითად, გაზი არ არის შეერთებული. მე ხომ სასწაული დიასახლისი ვარ, ბრილიანტებს ვყრი ხელებიდან. მარიკომ მითხრა, დედა, საჭმელი გამიკეთეო. მე ვიცი, რა უნდა გაგიკეთო-მეთქი, ცივი მაწვნის სუპი… ბავშვი ისე გაიზარდა, მაწონი არ უჭამია. ასე ჩავასხამდი მაწონს, აირანს, კამა დაჭრილი, ხახვი დაჭრილი, კიტრი დაჭრილი, კვერცხიც კი არ მომიხარშავს. გავხეთქე ბავშვი მაწვნის ჭამით, მამულიჩამ პირი არ დააკარა, მე ვითომ დიეტაზე ვიყავი. 4-5- დღე ჭამა, მერე მითხრა, დედა, გავალ გარეთო…“,- ამბობს ლელა.