VIDEO: „Alive” პირველად შევასრულე ლაივში! მიყვარხართ - ემოციების ზღვა ნუცა ბუზალაძის კონცერტზე

ნუცა ბუზალაძე

როგორც ცნობილია, ნუცა ბუზალაძე American Idol-ში მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტს მიღმა დიდი გეგმები აქვს, მომღერალი სამშობლოში ჩამოფრინდა და ბათუმში კონცერტი გამართა. როგორც ყოველთვის მსმენელის ოვაციები დაიმსახურა.

კონცერტზე ნუცას დიზაინერ ლაშა ჯოხაძის მიერ შექმნილი შავი კაბა ეცვა, რომელშიც საოცრად გამოიყურებოდა.

მან კონცერტზე ახალი სიმღერაც შეასრულა.

„ჩემი ახალი სიმღერა „Alive” პირველად შევასრულე ლაივში! საოცარი ემოციები მივიღე მადლობა ბათუმს, მიყვარხართ“,- წერს ნუცა ბუზალაძე.