ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი 1767991344

"მოეწონა ჩემი ხასიათი და ისიც, რომ თავადაც მორწმუნე ადამიანია" - ნუცა ბუზალაძე ორი ქორწილის გადახდას გეგმავს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე საახალწლოდ ამერიკიდან თბილისში ჩამოვიდა და დღესასწაულები ოჯახთან ერთად აღნიშნა. ბუზალაძე «იმედის დღის» სტუმარი იყო, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ცნობილია რომ ის 2025 წელს პროდუსერ დარენ პრინცზე დაინიშნა და ახლა ქორწილისთვის ემზადება. მისი და ამერიკელი პროდუსერის ლავ-სთორზე მომღერალმა გადაცემაში ისაუბრა.პირველად დამინახა American Idol-ში და თვითონ შემეხმიანა, როგორც აგენტი. მომწერა და ერთ თვეში შევხვდით. რომ გამიცნო, ჩემი ადამიანობა მოეწონა ყველაზე ძალიან და ჩემი ამბავი, რაც მოვუყევი, საიდან დავიწყე და რას მივაღწიე. დააფასა ჩემი ჟინი და მებრძოლი ხასიათი. მისთვის, როგორც აგენტისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო. რომ ინვესტიციას რაშიც ჩადებს, ამან გაამართლოს. მთავარია, რომ ზარმაცი არ იყო. მოეწონა ჩემი ხასიათი და ისიც, რომ თავადაც მორწმუნე ადამიანია. ებრაელია, მაგრამ მორწმუნე ადამიანია. ბევრ რაღაცაში თანხვედრა გვქონდა.ამ შეხვედრის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.ნუცას თქმით, დიდი ხნის შემდეგ მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა.- საქართველო უკვე გაიცნო, აგვისტოში მყავდა. ძალიან მოეწონა დერენს ჩემი მეგობრები და ხალხი საქართველოში. ძალიან გულიანი ადამიანები არიანო. ძალიან მოეწონა ჩვენი სტუმარმასპინძლობა, საჭმელებზე ლაპარაკი აღარ მაქვს.როგორც ბუზალაძემ გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, წყვილი ქორწილსაც გეგმავს. - მე მინდა ორი ქორწილი, აქაც და იქაც. იქაც ბევრი მეგობარი გვყავს და იქიდან აქ ყველა ვერ ჩამოვა. აქედან იქ ყველა ვერ წავა. ორი ქორწილი და ოთხი კაბა მინდა. სულ ცოტა ხნის წინ, ნუცამ პირად გვერდზე მორიგი სიახლე გაუზიარა მაყურებელს. ის "ნეტლიქფსის" რეალითი შოუს მონაწილეა. როგორც ნუცამ "იმედის" ეთერში განაცხადა, გაცნობამდე დარენის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. 

ნუცა

ტაბლოიდი 1762019630

ნუცა ბუზალაძემ ჰელოუინზე კლეოპატრას როლი მოირგო - კადრები წვეულებიდან

ნუცა ბუზალაძემ ჰელოუინზე კლეოპატრას როლი მოირგო. კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში გვიზიარებს. „დღეს კლეოპატრას ენერგიას ვიღებ..ნილოსის დედოფალი“ – აღნიშნავს ნუცა.„რა საყვარელი ხარ“ „შენ ყველაფერი გიხდება“ – უწერენ მომღერალს.

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1761154291

„რამ დაგბოღმათ ხალხო ასე...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ხალხი ძალიან დაბოღმილია. რაც მის ახალ ბრენდთან წამოწყებულ ანტი კამპანიას ეხება. „რამ დაგბოღმათ ხალხო ასე. ახლა ახალი ტალღა წამოვიდა სიძულვილის, ის რაც 2 წელია ხდება არ ეყოთ. ზუსტად 15 წელის სცენაზე ვარ და საქართველოს სახელის გატანის და კარგის გარდა არაფერი მიკეთებია. ყველაფერი რომ იდეალურად გავაკეთო, მაინც ვიღაცა გამოვა და იტყვის ცუდს.ნახეთ, ვიდეო: @nutsabuzaofficial Replying to @Nino Gabisonia ♬ original sound - NÚTSA★

ნი

ტაბლოიდი 1760475011

ნუცა ბუზალაძე ჰავაის სანაპიროდან კადრებს გვიზიარებს

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე ჰავაის სანაპიროზე იმყოფება და დროს შესანიშნავად ატარებს.მან სერფინგიც მოსინჯა და როგორც ჩანს, საკმაოდ კარგადაც დაძლია. ,,რა ბედნიერი ხარ...“ „სულ იბრწყინე...“„საოცარია“, — წერენ მომღერალს პირად გვერდზე.

ნუცა

ტაბლოიდი 1760044022

ნუცა ბუზალაძე საქმროსთან გადაღებულ ახალ კადრებს გვიზიარებს

ნუცა ბუზალაძე და მისი რჩეული დარენ პრინცი ჰავაიდან ახალ კადრს გვიზიარებენ.მომღერალი და მისი მეორე ნახევარი საზოგადოების მხრიდან მუდამ დადებით და თბილ შეფასებებს იმსახურებენ.„ნუცა ძალიან კარგები ხართ“ „მომწონხართ“.            View this post on Instagram                       A post shared by Darren Prince (@agent_dp)

ცესკო

პოლიტიკა 1759644237

როგორი იყო არჩევნების მიმდინარეობა და ვინ ლიდერობს პირველადი მონაცემებით რეგიონებში

 შიდა ქართლის ოთხივე ოლქში 201 უბანზე, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. საოლქო კომისიებში არც ერთი საჩივარი არ შესულა. ამომრჩეველთა აქტივობა 40% იყო გორში. წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. კონსტანტინე ბუზალაძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მომდევნო 4 წელი კიდევ უფრო დიდი განვითარების პერიოდი იქნება გორის მუნიციპალიტეტისთვის.მარნეულის მუნიციპალიტეტში 81-ვე საარჩევნო უბანი ინციდენტების გარეშე საღამოს 8 საათზე დაიხურა. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შეუფერხებლად მიმდინარეობდა, რამდენიმე უბანზე პროცედურული სახის ხარვეზები დაფიქსირდა, ჯამში 5.ექსცესების გარეშე ჩაიარა არჩევნებმა წალენჯიხა. არც ერთი საჩივარი დაწერილა. მუნიციპალიტეტში, საკუთარი არჩევანი 12 309 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც 44.75%-ია. პირველადი მონაცემებით, წალენჯიხაში ქართული ოცნების კანდიდატი გუბა საჯაია ლიდერობს ის დიდი უპირატესობით უსწრებს პარტია საქართველოსთვის კანდიდატს.ბათუმში წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ცინცაძე ლიდერობს. მან ხმების 80.55 პროცენტი მიიღო. პროპორციული სიით ბარიერი 4 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: ქართული ოცნება - 76,8 % ლელო - 5.74 % გახარია - 7% გირჩი - 4.23 % კენჭისყრაში მონაწილეობა 59 885-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 38,03 პროცენტია.კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში 256-ვე საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა. კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში არც ერთი დარღვევა და საჩივარი შესულა. მთელი დღის განმავლობაში არჩევნებმა შეფერხებებისა და ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტიურობა კი რეგიონის მასშტაბით საშუალოზე მაღალი დაფიქსირდა. კახეთის ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ.ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო ქუთაისში. 77 საარჩევნო უბანზე პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. საკუთარი არჩევანი 49 652-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ქუთაისში ქართული ოცნების კანდიდატი დავით ერემეიშვილი სრული უპირატესობით ლიდერობს.

ლელო დატოვეს

პოლიტიკა 1759575500

„მე, ნოდარ გიგაური და ჩემი თანაპარტიელი ვლადიმერ ბუზალაძე (პარტია "ლელოს" ქარელის პარტიული სიის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი), ვემიჯნებით ძალადობას და ვტოვებთ პარტიას“ - ნოდარ გიგაური

ნოდარ გიგაური, პარტია "ლელოს" წევრი, სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია დატოვა.მისივე თქმით, ის ემიჯნება ძალადობას."მე, ნოდარ გიგაური და ჩემი თანაპარტიელი ვლადიმერ ბუზალაძე (პარტია "ლელოს" ქარელის ორგანიზაციის პარტიული სიის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი), ვემიჯნებით ძალადობას და ვუერთდებით მცხეთის რაიონული ორგანიზაციის წევრების გადაწყვეტილებას.ჩვენც არ გვინდა გავხდეთ ძალადობის თანამონაწილეები და ჩვენც ვტოვებთ პარტიას", - წერს ნოდარ გიგაური.

ნკ

ტაბლოიდი 1759521003

„გამიხარდება ჩემიანების ნახვა… სხვანაირი ენერგიაა, როცა ქართველს ვხედავ“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სიახლეს გვამცნობს:„ორ კვირაში გამოვა ჩემი ახალი სიმღერა. მიხარია, რომ ამ ქალაქმა მიმიღო.ხვალ გაიმართება ჩემი რიგით მეორე სოლო კონცერტი, ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილსში. ვინც იცით ეს ადგილი აუცილებლად მობრძანდით. გამიხარდება ჩემიანების ნახვა. სხვანაირი ენერგიაა, როცა ქართველს ვნახულობ. ასე რომ თუ აქ ხართ ძალიან გამიხარდება“,- წერს ნუცა.

ნუცა

ტაბლოიდი 1759051060

„ახალი სიმღერა და ჩემი პირველი ვიდეორგოლი ლოს-ანჯელესში...უხ რა გელოდებათ..“ – ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე ახალ კლიპს აანონსებს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.„ახალი სიმღერა და ჩემი პირველი ვიდეორგოლი ლოს ანჯელესში.. ძალიან მალე! უხ რა გელოდებათ..“ – წერს ნუცა და ფოტოებს გვიზიარებს.

კონსტანტინე ბუზალაძე

საზოგადოება 1758800233

კონსტანტინე ბუზალაძე: გაიხსნა საგუნდო მუსიკის ფესტივალი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში საზოგადოებას აკადემიური და საბავშვო გუნდების მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს შესთავაზებს - გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ბუზალაძე, საგუნდო მუსიკის ფესტივალის გახსნას დაესწრო, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.ბუზალაძის განცხადებით, გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს და ფესტივალზე, საზოგადოება, საქართველოში არსებული აკადემიური და საბავშვო გუნდების მიერ შესრულებული ნაწარმოებების მოსმენას შეძლებს.„ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ემოციური დღე იყო - გაიხსნა საგუნდო მუსიკის ფესტივალი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას საქართველოში არსებული აკადემიური და საბავშვო გუნდების მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს შესთავაზებს.გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს. ეს ტრადიცია კი დიდწილად უკავშირდება ალექსანდრე კაჭარავას და ჩვენს დიდ მაესტროს, შალვა მოსიძეს, რომლებმაც არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი აღზარდა და გორი აქცია ქართული საგუნდო მუსიკის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად.წლევანდელი საგუნდო მუსიკის ფესტივალი კი ყველასათვის უსაყვარლესი გორელი კომპოზიტორის - ჯემალ ბეგლარიშვილის 85 წლის იუბილეს ეძღვნება და გორში ახალ ქუჩას მისი სახელი დაერქვა.მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასწავლებლების, ქოროებისა და თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ კულტურას დღემდე აგრძელებს.დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეების განმავლობაში, გორი კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში მოექცევა და დაუვიწყარ საღამოებს ვიხილავთ," - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.

ბუზალაძე

პოლიტიკა 1758471137

"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე „შიდა ქართლის სპორტულ თამაშებს“ დაესწრო

"ქართული ოცნების" გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე ბუზალაძე, "შიდა ქართლის სპორტულ თამაშებს" დაესწრო, რომელიც გორში გაიმართა.მისი განცხადებით, "შიდა ქართლის სპორტული თამაშები" უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტში ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოლულარიზაციას უწყობს ხელს."განსაკუთრებული დღე გვქონდა გორში. თქვენმა ენერგიამ და შემართებამ ჩვენს ქალაქს სიცოცხლე და პოზიტიური ემოციები შემატა.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მარათონი მხოლოდ შეჯიბრება არ არის, ეს არის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის დადასტურება.დღეს აქ წარმოდგენილი თითოეული მონაწილე გამარჯვებულია.განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც დღეს საუკეთესო შედეგი აჩვენა და საპრიზო ადგილები მოიპოვა."შიდა ქართლის სპორტული თამაშები" რამდენიმე წელია აერთიანებს ჩვენს მუნიციპალიტეტებს და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას", - წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

ბუზალაძე

პოლიტიკა 1758448800

გორის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კონსტანტინე ბუზალაძე, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, კონსტანტინე ბუზალაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ, გივი მიქანაძესთან ერთად, შევხვდით სკოლის პედაგოგებს და მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით.მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი საქმისა და ღვაწლისთვის, რასაც თქვენ ჩვენი მომავალი თაობისთვის აკეთებთ.მჯერა, რომ თქვენს საკლასო ოთახებში ყოველდღიურად იწერება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი.ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მომავალი თაობისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა მიიღონ სათანადო განათლება და გვჯერა, რომ ეს არის ყველაზე სწორი ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან.გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ამ აღიარებას და გისურვებთ წარმატებებს“, - წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.