ცნობილია ვინ არიან "პრაიმ ჰაუსის" აუთსაიდერები - ნახეთ ვინ რჩება პროექტში

jpgjpgjpgjpg

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეებიდან აუთსაიდერების ვინაობა ცნობილია. პროექტში დარჩენილი ოთხი მონაწილისგან სამი "სახლიდან" წასვლის კანდიდატია. მათგან ერთს ჟიური, მეორეს კი მაყურებელი გადაარჩენს და "ჰაუსში" დაბრუნდებიან. 

ბოსი ანუ იგივე მამასახლისი ისევ გიორგი ნაზღაიძეა. 

დარჩენილი სამი მონაწილე - ანი ყიფშიძე, პატრიკი და სალი კონიაძე აუთსაიდერის სკამებს გაინაწილებენ. 

პატრიკმა პროექტში დარჩენისთვის ხმა გიორგი ნაზღაიძეს მისცა, ხოლო დისლაიქი ანი ყიფშიძეს დაუწერა. 

თავად ანიმ პატრიკს დისლაიქითვე უპასუხა, ხოლო ლაიკი გიორგი ნაზღაიძეს მისცა. 

გიორგი ნაზღაიძემ ლაიქი ანის მიაკუთვნა, ხოლო დისლაიქი - სალის. 

სალიმ კი გიორგი დისლაიქით "დააჯილდოვა", ხოლო ლაიქით - პატრიკი. 

 

ყველაფერი შაბათს, 9 ივლისს "პრაიმ ჰაუსის" live-ზე გადაწყდება. 

ანი ყიფშიძე აუთსაიდერი უკვე მეორედ იქნება, ხოლო სალი ჟიურიმ სამჯერ გადაარჩინა.