ცინცინატის ზოოპარკიდან გაქცეული აფრიკული კატა პოლიციელებმა კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი იპოვეს

kata

ცინცინატის ზოოპარკიდან გაქცეული აფრიკული კატა პოლიციელებმა კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი იპოვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარეული, სერვალის ჯიშის კატა ეგზოტიკური სახეობისაა. სერვალი ჩვეულებრივ კატაზე, დაახლოებით, სამჯერ უფრო დიდია და საშუალოდ 8-12 კილოგრამს იწონის.

ოჰაიოს პოლიციელებმა ის ცინცინატის ზოოპარკში დააბრუნეს და ერთი კვირის განმავლობაში იზოლირებულად, სპეციალური მოვლის იზოლატორში მოათავსეს. თავდაპირველად ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს ეგონათ, რომ მათ ლეოპარდი შენიშნეს, თუმცა მალევე დნმ ტესტირებით დადასტურდა, რომ მათ ზოოპარკიდან გაქცეულ აფრიკულ კატას მიაგნეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა სერვალის ჯიშის კატა კოკაინის ზემოქმედების ქვეშ, თუმცა შემთხვევას პოლიციელები ძაღლებთან ერთად იძიებენ, რათა ნარკოტიკული საშუალების კვალს მიაგნონ.