„სულ ის მეფიქრება, როგორი სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი, შენ რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყავი...“ - ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე

ლაშა

ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით მისმა შვილმა ელენე ბასლანძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა და მამა კიდევ ერთხელ გაიხსენა:

„ყოველდღე, ყოველ წამს, ყველგან და ყველაფერში იგრძნობა უშენობა ჩემო მართლაც რომ ერთადერთო და განუმეორებელო! სულ ის მეფიქრება, როგორი სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი, დღეს შენ რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყავი... ჩემო ყოვლისშემძლე, ადამიანების სიყვარულისა და ერთგულების ნიჭით დაჯილდოებულო მამიკო!“, - წერს ელენე ბასლანძე.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 2025 წლის 27 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

✕