შობა ბენის გარეშე – ჯეი ლომ შობა-ახალი წლის გეგმები გაგვიზიარა

ჯეი ლო

ჯენიფერ ლოპესმა გამოცემა People-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი ბრენდის, JLo Beauty-ის პროდუქციით შესახებ ისაუბრა. მან აგრეთვე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ ვისთან ერთად გეგმავს შობა-ახალი წლის გატარებას.

„ერთი სული მაქვს როდის მომეცემა საშუალება ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო დღესასწაულები“, – განაცხადა ჯეი ლომ.

აღსანიშნავია, რომ მის მფლობელობაში კვლავ რჩება სახლი, რომელიც მან და ბენმა ერთად შეიძინეს. ეს გახლავთ კალიფორნიაში, კერძოდ კი ბეილ-რეიში მდებარე, 68 მილიონ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი კომპლექსი. სწორედ იქ გეგმავს არტისტი და მსახიობი დღესასწაულების გატარებას.