1769540049
რა ვიდეო გაასაჯაროვა მიხეილ ხუბუტიამ მეგობარ ქალთან დაკავშირებით - ბიზნესმენის სკანდალური ინტერვიუ
ბიზნესმენმა და რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, მიხეილ ხუბუტიამ 2025 წლის გაზაფხულზე, მოსკოვში ყოფილი მეგობარი ქალი, იულია ვანი დაჭრა. ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
იულია ვანმა, რომელიც იძულებული გახდა, ხუბუტიას მუქარის გამო ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაქცეულიყო, სასამართლო პროცესი დაასრულა.
ხუბუტიამ კი აღნიშნა, რომ ეს მისთვის „ყველაზე ჯოჯოხეთური და რთული წელი“ იყო. მას აღარ სურს ამ საკითხზე საუბარი და აპირებს, რომ ეს „ცუდი სიზმარივით“ დაივიწყოს. თუმცა ორი დღის წინ ის ერთ-ერთ გადაცემაში გამოჩნდა და ექსკლუზიურად ისაუბრა მეგობარ ქალთან ურთიერთობაზე, სკანდალსა და კანონიერ მეუღლეზე.
მილიონერის თქმით, ის იულიას მენეჯერის მეშვეობით შეხვდა. მხოლოდ ერთი ღამის გატარებას გეგმავდა, რისთვისაც 10 000 დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით კი საერთო მეგობრის, იური როზუმის კონცერტის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.
მიხეილ იულიასთან ერთად სუზდალში წავიდა. მოგზაურობის დროს ვანმა მომგებიანი გეგმა მოიფიქრა, თუ რატომ უნდა გაეგრძელებინა ხუბუტიას მასთან ურთიერთობა და არა სხვასთან.
„მე შენთვის ეს ბიზნეს პაკეტი მოვიფიქრე. შენ თვეში ზუსტად ერთ მილიონს მომცემ და მე ოქროს ბარათს გაჩუქებ. ის მოიცავს 10 ღამეს, ორ ცეკვას სხვადასხვა კოსტიუმში და კიდევ სამ გასვლას. ეს ღამეში 100 000 დოლარია, ჩათვალე ეს საჩუქარია, ბედისწერის საჩუქარი“, - ამბობს იულია ხუბუტიას მიერ გასაჯაროებულ ვიდეოში.












