შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1769533174
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დიღმის იზოლატორში ადვოკატმა უკვე მოინახულა. ილია ღუდუშაურს ბრალს, სავარაუდოდ, დღესვე წაუყენებენ. გამოძიება მას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ღუდუშაურის უფლებების დამცველი საქმის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ჯერ მტკიცებულებებს უნდა გაეცნოს.
„ზოგადად მითხრა, რომ მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით არის რაღაც. სავარაუდოდ, ბრალიც ასე იქნება, მაგრამ კონკრეტულად, რა არის ამ ბრალში, რას გვედავებიან, რა მტკიცებულებები არსებობს, ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია ახლა საუბარი. როგორც ვიცი გამოიძახეს, ფინანსურში მიიყვანეს და შემდეგ მოხდა დაკავება. საქმის დეტალებთან დაკავშირებით, მასალების გაცნობის შემდეგ შემიძლია რომ ვისაუბრო“, - განაცხადა ილია ღუდუშაურის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა.