„თქვენთან მოსული სტუმარი ვერ შემოიტანს ნეგატიურ ენერგიას...“ - ანზორ ოდიშარიას რეკომენდაცია
1769460227
პარიზში ოტ-კუტიურ მოდის კვირეული დაიწყო. კოლექციები სხვადასხვა მოდის სახლმა უკვე წარადგინა, მათ შორისაა Schiaparelli და მისი კრეატიული დირექტორი, დენიელ როზბერი, რომლის ჩვენებასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საინტერესო და ეფექტური სამოსის გარდა, საზოგადოების ყურადღება სხვა რამემაც მიიპყრო. მოდელებს ვიზუალურად ზუსტად იგივე სამკაულები ეკეთათ, რომლებიც ლუვრის ძარცვის დროს მოიპარეს. ამ თემით Vanity Fair დაინტერესდა და დენიელ როზბერისთან ინტერვიუ ჩაწერა.
როგორც როზბერი ამბობს, მან გადაწყვიტა ახალი კოლექციისთვის შექმნილი სამკაულებისთვის ზუსტად იგივე ვიზუალი მიეცა:
„ოფისიდან სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც გავიგე, რომ ლუვრი გაძარცვეს. მაშინ ვიფიქრე, „ნუთუ კარგი არ იქნებოდა, მოპარული სამკაულების მიხედვით შემექმნა ახალი აქსესუარები?". გადავწყვიტე მათთვის სამგანზომილებიანი ვიზუალი მიმეცა".
როზბერის იდეამ ნამდვილად გაამართლა - მის მიერ წარდგენილი შოუ და მოდელები ინტერნეტსივრცეში განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგნად იქცნენ.





