ქალმა რომელიც სამსახურში Darth Vader-ს შეადარეს, შეურაცხყოფისთვის იჩივლა და კომპენსაციის სახით 40 ათასი დოლარი მიიღო (უცხოეთი)

დართ ვეიდერი

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ლორნა რუკმა, რომელიც სამსახურში დართ ვეიდერს შეადარეს, კომპენსაციის სახით 40 ათასი დოლარი მიიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ეს შედარება მოსამართლეებმა „შემაშფოთებლად"  და „შეურაცხყოფად" მიიჩნიეს. 

„დართ ვეიდერი „ვარსკვლავური ომების“ სერიის ლეგენდარული ბოროტმოქმედია და მის პიროვნებასთან მსგავსება შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა მოსამართლე,კეტრინ რამსდენმა.