"პირდაპირ ვამბობ, "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეებს სახლში ჩემი შესვლა არ გაუხარდებათ" - გიორგი ნაზღაიძე "პრაიმტაიმს" გეგმებს უმხელს

GIORGI

"მე მივდივარ და უკან მომდევენ სკანდალები", - ეს ფრაზა გიორგი ნაზღაიძეს ხელებზე აქვს ამოსვირინგებული. დადის და დააქვს სკანდალები. ახლა "პრაიმ ჰაუსის" სახლს მიადგა. წამყვანია. ეს დიდი მოულოდნელობა იყო რეალური შოუს მეორე სეზონის მონაწილეთათვის. თუმცა, როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, მას რეალითის წამყვანობა სურდა. 

გიორგი ნაზღაიძე: ტელევიზიაში სულ ვკითხულობდი, მოვიაზრებოდი თუ არა "პრაიმ ჰაუსის" წამყვანად. არა, ხმას არავინ იღებს შენს კანდიდატურაზეო, რომ მეუბნებოდნენ, ვბრაზდებოდი. ჟიურიში ჯდომა არ მსურდა. წამყვანობა და მონაწილეებთან ერთად, იმ სამი თვის მათთან ერთად გავლა მინდოდა. ჩემი როლი რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო ამ პროექტში.

მოკლედ, არ ვიქნები სტანდარტული წამყვანი. თუ ნაზღაიძე მხიარული, ენერგიული ახსოვთ, ახლა მნახავენ სხვანაირს - მკაცრს, მწარეს და სამართლიანს. არ მოვერიდები შენიშვნებს. მონაწილეები გაოცებულები არიან. კადრს მიღმა სულ სხვა ვიყავი, მათთან სულ სხვა აღმოვჩნდი. 

"ღამის პრაიმტაიმში" სტუმრად რომ იყვნენ მოსულნი, რჩევებს ვაძლევდი, მათთან რომ შევედი, გამიღიმეს, მაგრამ უკვე მე აღარ გავუღიმე. 

სახლში შევალ სხვადასხვა საკითხებით - სისუფთავის თემაზე, აუტსაიდერის დასახელების თემაზე. შესაძლებელია მონაწილეებთან მქონდეს ის გადაცემა, მე რომ მქონდა წინა "პრაიმ ჰაუსში". 

ჩემი შესვლა მგონია, რომ მაინც გაუხარდებათ, რადგან მათთან ურთიერთობაში ვიქნები, დისტანციით, მაგრამ მაინც. თუ სახლში არეულობა იქნება, დასალაგებელს დამახვედრებენ, კონფლიქტში იქნებიან და პასიურები იქნებიან, პირდაპირ ვამბობ, ჩემი შესვლა არ გაუხარდებათ. მაყურებელს ვპირდები, რომ ეს იქნება საყურებლად საინტერესო შოუ. ჩემთან ერთად ერთი დღეც არ მოიწყენენ. დანარჩენი მონაწილეებმა თვითონ გააკეთონ.

ზოგადი შეფასებით, საინტერესო მონაწილეები ჰყავს "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონს. სხვადასხვანაირები არიან ვიზუალურადაც, აზროვნებითაც. ჩვენთან თუ იყვნენ ტიპაჟურად მსგავსნი, აქ ასე არ არის.

აქაც არიან ცნობილი სახეები. ჩემზე სულ ამბობდნენ, რახან ცნობილი სახე ვიყავი, მოგების მეტი შანსი ამიტომაც მქონდა. არასწორია. ცნობილი არ ნიშნავს იმას, რომ ის გაიმარჯვებს. სამი თვის მანძილზე ამ პროექტს აქტიურად უყურებენ მსოფლიო მასშტაბით ემიგრაციაში მყოფი ქართველები. პროექტს იმარჯვებს ის, ვინც სამი თვის განმავლობაში არის საინტერესო, აქტიური, იცის, რისთვის მივიდა. და არის სამართლიანი. ბოლოს მაინც მაყურებელი ირჩევს. 

მონაწილეები არიან 16-ნი. რთულია ამდენი ხალხის ყურება, სახელების დამახსოვრება. ცოტა აჭრილი ვარ. 

აუტსაიდერის დასახელების დღეს რომ შევალ მათთან სახლში, შესვლის დროს უნდა წავიმღერო, შესვლამდე ჩემი ხმა რომ გაიგონონ და აფორიაქდნენ, მოდის, მოდისო... მოკლედ, შოუს გპირდებით! 

 

"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონი იწყება დღეს, 23:00 საათზე. არ გამოტოვოთ.