ოზი ოზბორნი ტურებს აღარ ჩაატარებს

ოზი

ოზი ოზბორნი ტურებს აღარ ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, 74 წლის ბრიტანელმა როკ-ვარსკვლავმა ოზი ოზბორნმა დაგეგმილი ტურიც გააუქმა და ამის მიზეზად სუსტი ჯანმრთელობა დაასახელა.

The Black Sabbath-ის მომღერალმა 2019 წელს მიღებული ზურგის დაზიანების შემდეგ სრულად გამოჯანმრთელება ამ დრომდე ვერ შეძლო

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ტურნეების დღეები ასე დამთავრდებოდა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში

ოზბორნი ოთხი წლის წინ დაცემისას დაშავდა, რამაც დაამძიმა 2003 წელს მიღებული დაზიანებები, რომლებიც მას თითქმის სასიკვდილო ავარიამ დაუტოვა

„ჩემს სასიმღერო ხმას არაფერი უშავს", - წერს მომღერალი. „თუმცა, სამი ოპერაციის, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის, გაუთავებელი ფიზიოთერაპიის სესიებისა და ბოლო დროს ინოვაციური Cybernics (HAL) მკურნალობის შემდეგ, ჩემი სხეული ჯერ კიდევ ფიზიკურად სუსტია

Cybernics მკურნალობა გულისხმობს 20,000 აშშ დოლარის (16,230 £) მექანიკური „ეგზოჩონჩხის“ გამოყენებას, რათა დაეხმაროს პაციენტებს მობილობის აღდგენაში

ოზბორნმა გააუქმა ევროპასა და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი გამოსამშვიდობებელი ტურნეს ყველა კონცერტი, რომელიც მაისში ფინეთში უნდა დაწყებულიყო