VIDEO: „ზოგიერთ ახალგაზრდას ვჯობივარ...“ - გაიცანით 86 წლის მოცეკვავე მიხეილ ფუტკარაძე

გაიცანით 86 წლის მოცეკვავე მიხეილ ფუტკარაძე

86 წლის მოცეკვავე მიხეილ ფუტკარაძე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკის სტუმარია.

მოცეკვავე განვლილ ცხოვრებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლაც მხნედ გრძნობს თავს. ის დღემდე ასაკს არ უშინდება. ცეკვავს, მღერის, ჩონგურზე უკრავს და მუსიკის სიყვარულს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს გადასცემს.

ახლა ცოტა ნელა ვცეკვავ, მაგრამ მაინც ჩქარა ვცეკვავ. ზოგიერთ ახალგაზრდას ვჯობივარ...

მსოფლიო მოვლილი მაქვს. აჭარულს, განდაგანას, ქართულს, ხორუმს ვცეკვავდი. 18 წელი კლუბის ხელმძღვანელი ვიყავი... ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული განდაგანა...