VIDEO: „გამისკდა თავი! კაცმა კაცის გაჭირვება რა იცის...“ - ზურა შევარდნაძე ინდოეთიდან სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

zura shevardnadze

„გარდენიას“ დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე გამომწერებს ინდოეთიდან მორიგ სიახლეებს აცნობს. ცნობილია ფლორისტი ზურა შევარდნაძე ინდურ ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს.

„როლზე დამამტკიცეს, უსაშველოდ გახარებული და ცოტა დამფრთხალი ვარ! მამშვიდებენ, რომ შევძლებ, რა გამოვა ამ ამბისგან არ ვიცი, ერთს კი ზუსტად ვხედავ, ვარ წარმოუდგენელ სილამაზეში, გავიცანი და დავუმეგობრდი საოცრად საინტერესო ადამიანებს, პროფესიონალებს, ნამდვილ ჯადოქრებს.

ახალგაჩენილ მეგობრებზე, ნამდვილ მაჰარაჯაზე მის სასახლეზე და დაუჯერებელ ცხოვრებაზე აუცილებლად მოგიყვებით. სიხარული და საინტერესო დღეები დაგვებედოს!“ - წერს მებაღე.

ზურა გამომწერებს სახალისო ვიდეოს უზიარებს:

„გამისკდა თავი! კაცმა კაცის გაჭირვება რა იცის...“,-წერს შევარდნაძე.