ნახეთ, აჩიკო მეფარიძის ორიგინალური შარვალი და ფეხსაცმელი, რომელიც 120 წლის სარისგან არის შეკერილი - EXCLUSIVE

აჩიკოს ორიგინალური სამოსი

მომღერალი აჩიკო მეფარიძე ეპატაჟურობით გამოირჩევა და მისი ჩაცმულობა ხშირად, საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე.

ამჯერად, „პრაიმტაიმის“ ობიექტივში მისი შარვალი და ფეხსაცმელი მოხვდა, რომელიც ძვირად ღირებული, 6-მეტრიანი სარისგან არის შეკერილი. 

როგორც მომღერალმა გვითხრა, ნაჭერი დაახლოებით, 120 წლისაა.

ეს ინდური სარია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა. ხელნაკეთია, ყველაფერი ხელით არის დაქარგული. თბილისელმა დიზაინერმა, დავით გევორქოვმა, რომლის სამოსიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, გააკეთა კოლექცია, ეს შარვალი და ფეხსაცმელი სწორედ იქიდანაა.

ეს საქორწილო სარია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, შემდეგ კი ყველა მექორწილე თავის ნაქარგებს ამატებდა. პირველად დღეს მაცვია... ამის ღირებულება, ჩემთვის, რამდენიმე ათასი დოლარია. ვფიქრობ, სახლში შუშაში დავკიდებ და მექნება როგორც საინტერესო ექსპონატი.“ - გვითხრა აჩიკო მეფარიძემ.

სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე