„მოგატყუებთ რომ გითხრათ, არ განვიცდი...“ - მარკუს მეტრეველი შვილებზე

მარკუს მეტრეველი

მომღერალი მარკუს მეტრეველი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, მისი რჩეული დალი ხაბულიანია. მეორე ნახევარი  სწორედ ის ქალია, რომელიც ციხეში, ქალთა კოლონიაში, საკუთარ კონცერტზე გაიცნო და მისმა სიძლიერემ მოხიბლა. 

ერთ-ერთ ინტერვიუში თავადვე აღნიშნა, რომ დალი ხაბულიანი მასზე 10 წლით უფროსია.

როგორ მარკუსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, მეუღლის შვილებთან ურთიერთობის დალაგება უჭირს.

დალის ზრდასრული შვილები ჰყავს, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს დისბალანსი, გაუგებრობები, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ერთმანეთი გვიყვარს“, - ამბობს მომღერალი.

ახლახან, „შუადღე Live“ მომღერალს ესტუმრა. სადაც საკუთარ შვილებზეც ჰკითხეს. როგორც მეტრეველმა თქვა, მათთან ურთიერთობა არ აქვს.

სამწუხაროდ, შვილებთან ურთიერთობა ვერ დავალაგე. მოგატყუებთ რომ გითხრათ, არ განვიცდი... საკმაოდ, კი...“ - თქვა მომღერალმა.

ასევე ნახეთ: VIDEO: ნახეთ, მარკუს მეტრეველის და მისი რჩეულის სახლი სოფელში - კადრები გაგაკვირვებთ