მეცნიერებმა კაცობრიობის ისტორიაში უძველესი წინადადება აღმოაჩინეს - ნახეთ რა წერია მასში

წინადადება

პირველი ანბანი დაახლოებით ძვ.წ 1800 წელს შექმნეს და მას ქანაანელები იყენებდნენ. მიუხედავად ამისა, აქამდე ისრაელის მიწაზე აზრიანი ქანაანური წარწერა აღმოჩენილი არ იყო და მკვლევრები მხოლოდ აქა-იქ აღმოჩენილი 2-3 სიტყვით ხელმძღვანელობდნენ. ახალი, ძვ.წ 1700 წლით დათარიღებული გასაოცარი აღმოჩენა კი ქანაანურ ენაზე სრულ წინადადებას გვთავაზობს. წარწერა ამოკაწრულია სპილოს ძვლის პატარა სავარცხელზე და არც მეტი, არც ნაკლები, ტილების საწინააღმდეგო შელოცვას მოიცავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სავარცხელზე 17 ქანაანური ასოა, რომელთა ფორმაც არქაულია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნივთი ანბანის შექმნის ადრეულ ეტაპზეა დამზადებული. ეს ასოები 7 ქანაანურ სიტყვას ქმნის, რომელიც დაახლოებით შეიძლება ასე ითარგმნოს: "დაე, ამან ამოძირკვოს ტილები თმიდან და წვერიდან".