„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
მარიტა როხვაძემ 4 თვეში 21 კილოგრამი დაიკლო, თუმცა, დიეტის ამ მეთოდმა მოგვიანებით, მის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა. მომღერალი საკუთარ გამოცდილებაზე „ექიმებთან“ საუბრობს.
„4 თვის განმავლობაში წიწიბურას ყოველ დღე, შეუზღუდავი რაოდენობით მივირთმევდი და 21 კილოგრამი დამაკლებინა. იმის შემდეგ, აღარასდროს მივეკარები. ვჭამდი უმარილოს და უზეთოს. ბალანსი ვიპოვე, მაგრამ მე რაც გავაკეთე, არავის ვურჩევ. წარმოიდგინეთ, 4 თვის განმავლობაში მხოლოდ წიწიბურაზე ვიყავი და ძალიან ცოტა ყველს ვატანდი. წლების შემდეგ ამან ჩემს ჯანმრთელობაზე ისე იმოქმედა... თმა, ფრჩხილი, ძვალი... არავის ვურჩევ. ახლა უკვე ვცდილობ, რომ დღეში 2-ჯერ ნოყიერად ვიკვებო. ვცდილობ, საღამოს 7 საათის შემდეგ არ ვიკვებო.“ - ამბობს მარიტა როხვაძე.