1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ინგლისელმა მამაკაცმა სახელი შეიცვალა და „ავარიული გასასვლელი" დაირქვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
41 წლის დეანო ვილსონის თქმით, ახალი სახელით ძალიან კმაყოფილია.
„ახლა ელტონ ჯონიზე ბევრად უფრო პოპულარული ვარ",- ამბობს დეანო.
როგორც ის ამბობს, სახელის შეცვლა პირველად კორონავირუსის ლოკდაუნის პერიოდში გადაწყვიტა.
„ამის გაკეთება ლოკდაუნის პერიოდში უფრო ხელმისაწვდომი იყო. ამისთვის მხოლოდ 21 დოლარის გადახდა მომიწია",- აღნიშნავს მამაკაცი.
დეანო ვილსონის თქმით, მას რესტორნებში სასმელს ხშირად უფასოდ სთავაზობენ.
„ბევრი ავტოგრაფსაც კი მთხოვს",- ამბობს ვილსონი.