საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
ჯიჯი ჰადიდი მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს. მოდელი თავის მეგობარ ლეა ნიკოლ მაკარტნისთან ერთად კაიმანის კუნძულებზე მოგზაურობდა, როდესაც მებაჟეებმა მისი ბარგის სკანირება გადაწყვიტეს. ჩხრეკისას პოლიციამ მარიხუანა და მისი მოხმარებისთვის გამოსაყენებელი ატრიბუტები აღმოაჩინა.
ჯიჯი და მისი მისი მეგობარი ლეა მარიხუანისა და მისი მოხმარებისთვის გამოსაყენებელი "ჭურჭლის" იმპორტის ბრალდებით დააკავეს. ორივე მათგანი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და საბოლოოდ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჰადიდისა და მაკარტის სასამართლო 12 ივლისს გაიმართა. გოგონებმა დანაშაული აღიარეს. ორივე მათგანი 1000 დოლარით დაჯარიმდა. მოდელის წარმომადგენლის თქმით, ჯიჯის თან ჰქონდა ნიუ იორკის შტატში ლეგალურად შეძენილი სამედიცინო მარიხუანა. ამასთან ერთად, კაიმანის კუნძულებზე სამედიცინო მიზეზით მარიხუანას მოხმარება ნებადართულია. ინციდენტის მიუხედავად, მოდელი დროს კარგად ატარებს, რასაც მის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სურათებიდან ვიგებთ.
ასევე ნახეთ:
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინება საფრთხეშია
კიმ კარდაშიანის სამოსმა ახალგაზრდა ქალი სიკვდილისგან იხსნა
საქართველოში დააკავეს, პირი რომელიც „კრიმინალური ავტორიტეტის“ მკვლელობისთვის იძებნებოდა