ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიშინევში, სადაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მონაწილეობს.
მაკა ბოჭორიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე.
"დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში "ახალ ნორმად" გადაიქცევა, და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება.
საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით იმართება. შეხვედრის დასრულების შემდგომ, მოლდოვის რესპუბლიკა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადასცემს მონაკოს, რომელიც კომიტეტს მომდევნო 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.