გარდაბანში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა
1778841221
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.