ჰარი პოტერის სერიის შემქმნელებს ახალი ფილმების გადაღება სურთ

ჰარი პოტერი

ჰარი პოტერის ბლოკბასტერი სერიის შემქმნელ კინოკომპანიას Warner Bros. ფრენჩაიზისთვის ახალი ფილმების შექმნა სურს. კომპანიაში, სადაც ამ წლის გაზაფხულზე რეორგანიზაცია მოხდა და Warner Bros. Discovery ჩამოყალიბდა, სამომავლოდ სხვა ცნობილი სერიების გაგრძელებაზეც ფიქრობენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

"ვაპირებთ, ფრენჩაიზებზე ვკონცენტრირდეთ. 13 წელია, სუპერმენის ახალი ფილმი არ გადაგვიღია. 15 წელია, ჰარი პოტერს არ შევხებივართ. DC-ისა და ჰარი პოტერის ფილმებმა კი ბოლო 25 წლის განმავლობაში Warner Bros.-ს დიდი სარგებელი მოუტანა",- ამბობს კინოკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი,

ზასლავის თქმით, ისურვებდნენ, ჰარი პოტერის ახალი ფილმები გადაეღოთ, თუკი ამაზე ჯადოსნური სამყაროს შემქმნელი ჯოან როულინგი თანახმა იქნება.