„გახდები თუ არა პროექტის გამარჯვებული?“ - კოსტა სანიკიძის პასუხი

კოსტა

კოსტა სანიკიძემ „პრაიმ ჰაუსის“ მაყურებელთა კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, გახდება თუ არა გამარჯვებული, პასუხობს, რომ ყველაფერი იმდენად სწრაფად იცვლება, პროგნოზირება რთულია, თუმცა, ამის სურვილი აქვს და არც ბრძოლას დაიშურებს.

„ვერასდროს გაიგებ, გახდები თუ არა პროექტის გამარჯვებული, ან რა იქნება ხვალ, ზეგ. შეიძლება, 10 წუთში შეიცვალოს ყველაფერი. ამიტომ ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა, როგორ და რანაირად იქნება. მგონია, რომ მაგას ვერ გათვლი. მაგრამ თუ გავხდები გამარჯვებული, ძალიან მაგრად გამიხარდებოდა. ნელ-ნელა იმხელა აზარტში შევედი, საინტერესოა, რა და როგორ იქნება. იმხელა გამოცდებს გავდივარ ყოველ დღე, საინტერესო იქნება ნამდვილად. ჩემი აზრით, გავხდები თუ არა პროექტის გამარჯვებული? სურვილი მაქვს, ყოველ შემთხვევაში. უარს არ ვიტყოდი. არც ბრძოლას დავიშურებდი ამისთვის.“ - ამბობს კოსტა სანიკიძე.