Exclusive: რატომ არ ბრუნდება ანი ყიფშიძე თურქეთში საყვარელ ადამიანთან

ანი ყიფშიძე

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილეებმა საზოგადოებას თავი კარგად დაამახსოვრეს. ერთ-ერთი კი, ფინალისტი ანი ყიფშიძეა.

ცოტა ხნის წინ, ანიმ საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ისაუბრა და როგორც აღნიშნა, მისი მეგობარი მამაკაცი თურქეთში ერთ-ერთი გავლენიანი პირია. „საქმეებს აგვარებს“ - თქვა ახალგაზრდა ქალმა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, აპირებს თუ არა ანი საზღვარგარეთ წასვლას და დაბრუნებას მისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ქალაქში. მანამდე, გვითხრა საკუთარი ბიზნესის შესახებ, რომელიც აქამდე არ გაუსაჯაროებია.

ანი ყიფშიძე: - თურქეთში, სტამბოლში სასტუმრო მაქვს. ჯერ 4 ვარსკვლავი არ გვაქვს, მაგრამ... ძველებურ სტილშია. ჩემი საყვარელი ადამიანი ხელმძღვანელობს ადგილზე ყველაფერს. სხვათაშორის, მას ბევრჯერ დავეხმარე და ბევრი გამოვიარეთ, ეს ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა. 

თურქეთთან ძალიან დიდი კავშირი მაქვს, მყავს კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც დიდ კომპანიას ფლობს და ისიც მეხმარება.

- არ აპირებ თურქეთში დაბრუნებას, საყვარელი ადამიანის გარეშე არ გიჭირს?

- ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება საქმის კეთება. წასვლას არ ვაპირებ, აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ნატალიზე საყვარელი არავინ მყავს. ჩემს შვილთან ერთად თავს ძალიან ბედნიერად ვცხოვრობ. ერთად გავდივართ გარდამტეხი ასაკის პერიოდს და ვცდილობთ, ხელი შევუწყო მის გაზრდას.

 ასევე ნახეთ:

👉 ბევრი რამეა ისეთი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგრამ... - როგორ დასაჯა ანი ყიფშიძემ პედოფილი

👉 „მომიყვანეს გოგონა, რომელსაც პირიდან ქაფები გადმოსდიოდა... მე მას ვუმკურნალე“ - ანი ყიფშიძე