პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მშობიარობიდან რამდენიმე საათში, უზბეკეთის მოქალაქე, სუროგატი ქალი გარდაიცვალა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მშობიარობიდან რამდენიმე საათში სუროგატი ქალი გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, ქალი უზბეკეთის მოქალაქე იყო, რომელმაც სუროგაციის გზით უცხოელი ოჯახისთვის ბავშვი გააჩინა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. შემთხვევა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მოხდა.

✕