„ეს დღეც დადგა, იესე სახლში მოვიყვანეთ...“ - დუეტი „ლეონი“

ლეონი

ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური დუეტი „ლეონი“ 29 მაისს, მეორე შვილის მშობლები გახდნენ, მათ ბიჭი შეეძინათ და იესე დაარქვეს.

დედა-შვილი კლინიკიდან უკვე გაწერეს და პატარა სახლში წაიყვანეს:

„9 თვე მოლოდინი, უამრავი ლოცვა - ეს დღეც დადგა, იესე სახლში მოვიყვანეთ. დღეს ჩვენი სახლი კიდევ უფრო სავსე გახდა. ის დღე, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით. რამდენი ლოცვა, მოლოდინი და სიყვარული ეტეოდა ამ ერთ გზაში. კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, იესე“, - წერია ვიდეოს აღწერაში.