„ჩვენო ტკბილო, თბილო და კეთილო ვაჟკაცო, ძალიან გვატკინე გული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1780602878
რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს – რაც შეიძლება, მალე ჩაატარონ რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
როგორც პუტინმა საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რეფერენდუმის ჩატარების სურვილი თავადაც გამოთქვა.
„ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. ცოტა ხნის წინ, თავად პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს: ეს რაც შეიძლება, მალე გაკეთდეს“,- განაცხადა პუტინმა.