საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საყოველთაო ნათლობის მორიგი ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. 

20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.