„დედაჩემმა ჩემი და ჩემი მეუღლის პირველი ცეკვა ჩაშალა" - ბრუკლინ ბეკჰემმა ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ბეკჰემები

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების უფროსმა შვილმა, ბრუკლინ ბეკჰემმა გადაწყვიტა წერტილი დაუსვას ბოლო თვეებში გავრცელებულ ჭორებს და სოციალურ ქსელში ვრცელი, სკანდალური განცხადება გამოაქვეყნა.
მან პირდაპირ განაცხადა, რომ შერიგებას არ აპირებს და გრძნობს, რომ მშობლებმა მხარი არ დაუჭირეს მის მცდელობას, შეექმნა პირადი ცხოვრება და შეენარჩუნებინა შინაგანი სიმშვიდე.

პირიქით, ბრუკლინი მშობლებს ტოტალურ კონტროლსა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

„წლების განმავლობაში ვდუმდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს საკითხები პირად სივრცეში დარჩენილიყო.
სამწუხაროდ, ჩემი მშობლები და მათი გუნდი აგრძელებდნენ პრესასთან ურთიერთობას და სხვა გზა არ დამიტოვეს,
გარდა სიმართლის თქმისა - თუნდაც იმ სიცრუის ნაწილზე, რაც გამოქვეყნდა“, -აცხადებს ბრუკლინი.

მისივე თქმით, მშობლები წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ ქორწილამდე, ცდილობდნენ შვილის ურთიერთობების
დანგრევას და ეს არც შემდეგ შეწყვეტილა.

ამასთან, ბრუკლინმა დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ ვიქტორიამ ნიკოლა ქორწილში აატირა:

„დედაჩემმა ჩემი და ჩემი მეუღლის პირველი ცეკვა ჩაშალა - ის, რომელიც წინასწარ, რომანტიკულ სიმღერაზე
გვქონდა დაგეგმილი. სცენაზე იმ მომენტში მიმიწვიეს, როცა სცენარის მიხედვით ცოლთან უნდა მეცეკვა, მაგრამ იქ
დედა დამხვდა. ის შეუფერებლად იქცეოდა. ცხოვრებაში ასეთი დამცირებული არასდროს ვყოფილვარ“.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ გამოტოვეს  მათ დევიდ ბეკჰემის იუბილე:

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჩავფრინდით ლონდონში მამაჩემის დაბადების დღეზე და მთელი კვირა სასტუმროში ველოდით მასთან დროის გატარებას. ის უარს ამბობდა შეხვედრაზე. მამამ ყველა მცდელობა უარყო, გარდა დაბადების დღის დიდი წვეულებისა, სადაც ასობით სტუმარი და კამერები იყო. მოგვიანებით ჩემთან შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ ნიკოლა არ იქნებოდა მიწვეული - ეს ჩემთვის მძიმე შეურაცხყოფა იყო.“, -აცხადებს ბრუკლინ ბეკჰემი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრუკლინმა ოჯახის წევრებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა და ისინისაჯაროდ გააფრთხილა, რომ მასთან ურთიერთობას მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით შეძლებენ.