მარიამ ლაშხი: მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში

მარიამ ლაშხი

საქმე გვაქვს იმ ორმაგ სტანდარტებთან, რაც უკვე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არახალია, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

„მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, რასაც ევრობიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ, იგივე არ მოსწონთ შეერთებული შტატებისგან. ბრიუსელი ვაშინგტონს შიდა საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებს.