2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს - ცნობილია ვის შეეხება დახმარება
1769023454
ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტარმა ბერნდ ლანგემ დაადასტურა.
მან სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესის შეჩერების მიზეზად დაასახელა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის შესყიდვის სურვილი და ტარიფების დაწესების მუქარა იმ ევროპელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც ტრამპის გეგმას ეწინააღმდეგებიან.
„ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ახლა ტარიფებს იძულების ინსტრუმენტად იყენებს. ტარიფებს ჩვენზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებენ, რათა გრენლანდია გავყიდოთ. ჩვენ საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რომ ვიდრე საფრთხე არ გადაივლის, კომპრომისის შესაძლებლობა არ იქნება“, – განაცხადა ბერნდ ლანგემ.
ცნობისთვის, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გასული წლის ივლისში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ დაიდო.