1769016087
„მანქანით ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი, დანებით იმუქრებოდა...“ - 51-ე სკოლასთან მომხდარის ახალი დეტალები
თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თვითმხილველები სოციალურ ქსელში კადრებს ავრცელებენ და წერენ, რომ ახალგაზრდა კაცი სკოლის წინ მანქანით რკინის ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი დანებით იმუქრებოდა.
„დანა ჰქონდა და იმუქრებოდა. აგრესიული იყო და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც, მის დასაკავებლად სპეციალური საშუალება (ქაფი) გამოიყენეს“, - წერენ სოციალურ ქსელში.
შსს-ს ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.












