როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები ,,NATO"-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ სანაპირო დაცვის ტაქტიკური ჯგუფის წევრები თურქეთის რესპუბლიკაში პირველად ჩაერთვებიან ოპერაციაში ,,ზღვის მცელი". წინა წლებში საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები აღნიშნულ მისიას საბერძნეთის რესპუბლიკაშიც ახორციელებდნენ.სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, დავით ბიწკინაშვილმა ტაქტიკური ჯგუფის 11 მოსამსახურე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა, ჯგუფის წევრებს წარმატება უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული ქვედანაყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით უკვე მეოთხედ არის ჩართული.ჯგუფის წევრები, ასევე, გააცილეს და მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა- I რანგის კაპიტანმა იური ფირცხალაიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს წარმომადგენლებმა და NATO - საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილემ - I რანგის კაპიტანმა კობაკ მერიჩმა.