ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა

 შსს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს,  733.490 დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა.

აღნიშნული ლაბორატორიის გადაცემა, უწყებებს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ და საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართეს.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ლაბორატორია 
მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური 
დეპარტამენტის შესაძლებლობებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნული სააგენტოს  მხარდაჭერით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა.